ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება – განცხადება ამის შესახებ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი აკეთებს.
„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ედნა ნატარიძემ.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსები პირველადი დათვალიერებით, მდგრადია.
ტრაგედია ბათუმში 8 ოქტომბერს დატრიალდა. კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა