“თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი”-ღარიბაშვილის “ირონია”

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მისი გადაყენება არ იგეგმება და გავრცელებულ ინფორმაციას “უსუსურ პროვოკაციას” უწოდებს.

“იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი, იცით ეს?”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დატოვებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: