არჩევნების მოგებაში წლების მანძილზე სულ დარწმუნებულები ვიქნებით – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით თვეების და შეიძლება წლების მანძილზე დარწმუნებულები იქნებიან არჩევნების მოგებაში და ამის გამო მუდმივად ხელახალ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუკი მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს იგებს, მაშინ რატომ არ თანხმდებით ხელახალ არჩევენებს რათა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

“ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაშიც არჩევნების მოგებაშიც და ანუ სანამ დარწმუნებულები ვიქნებით თქვენ გვთავაზობთ, რომ ხელახალი არჩევნები ვატაროთ?! პოლიტიკური კიზისის განმუხტვის საშუალება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიღაც იგონებს და საზოგაოდებას ატყუებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ დროს არგუმენტი ვერ მოჰყავს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები კარგია, დარღვევები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა, სულ იყო და ამის აღმოფხვრაზე სულ უნდა ვიმუშაოთ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მუდმივად საარჩევნო დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ხელისულფების ოპონენტები მმართველი გუნდისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: