სპეცრაზმია მობილიზებული პარლამენტთან და კანცელარიასთან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტის შიდა ეზოში სპეცდანიშნულის რაზმია მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს. 10-ზე მეტი ყვითელი ავტობუსი დგას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოშიც.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან კოლონებიც, რომლებსაც “ოცნების” პარტაქტივი გზაზე ცოცხებით და შეურაცხყოფით დახვდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share