“ქოცები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და გახდნენ ქოცხები”-კვესიტაძე

ერთი რამ ზუსტად ვიცი, დღეს აქციაზე არ წასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რაც შესაძლოა, მთელი ცხოვრება ვერ აპატიოთ თქვენ თავს – ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერ აქციასთან დაკავშირებით წერს.

მანამდე კვესიტაძე გამოეხმაურა ფაქტს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე  მოემართებოდნენ, მოქალაქეები კონტრაქციით, ცოცხებით დახვდნენ.

“ქოცები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და გახდნენ ქოცხები.

დღეს იმდენი ცოცხი გაიყიდა, რომ ნადვილად ადუღდებოდა ეკონომიკა”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

თავისუფლება მიშას – საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზედაიწყება. უკვე გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი მოედანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share