“საჭიროა ოცნება რომ დავასრულოთ და მივხედოთ ძირგამომპალ რეალობას” – კოტე ყუბანეიშვილის ლექსი აქციაზე

თავისუფლების მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციას, “თავისუფლება მიშას”, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ლექსებით ეხმაურება. ლექსები მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” წაიკითხა.

ცად დედამიწას რადგან ათბობს მზით

ჩვენი მიზანი მომავალია,

წარსულის გავლით, ოღონდ აწმყოს გზით.

შემთხვევა ციდან კი არ ვარდება,

ხდება, როდესაც დროა დამდგარი

სიტვაციაც იმას ბარდება,

ვინც მის სამართად უკვე მზად არის.

***

არასოდეს, რომ არ ვიყოთ მონები

ჩვენ გაგვხადა ყველამ ერთად რამაც ავად

თბილისისკენ დაძრულია კოლონები,

საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად.

ქართველების ნატვრები რომ ავასრულოთ

ვადასტურებთ, საქართველოს მთლიანობას

საჭიროა ოცნება რომ დავასრულოთ

და მივხედოთ ძირგამომპალ რეალობას.

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share