“ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება! “- მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ციხიდან

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად – ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილი რუსთავის ციხიდან.

როგორც მოშიმშილე სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა უნდა შეწყდეს და მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიუტევონ:

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნისა და გადარჩენის დროა. ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ”, – ამბობს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share