“ამ ტრიბუნიდან მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო” – ზუგდიდში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ანზორ მელია თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
“ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ ვიცი, ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემ გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და მე ვიგრძენი, რომ მე ზუგდიდელი ვარ და მე მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მე ზუგდიდს, როგორც საქართველოს არასოდეს ვუღალატებ, არასოდეს ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა. მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის, ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.
ბიძინა ივანიშვილო მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, როგორ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე, ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები, ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ იმ კლოუნადას, შურს, ზიზღს, დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ ძალიან მაღლა, როდესაც თქვენ წახვალთ”,-თქვა ანზორ მელიამ.