“ვუსურვოთ მიშას თავისუფლება. დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, რადგან მეტს არ იმსახურებთ”.
“ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება. დღეს თქვენ გამოიარეთ მთელი ქვეყანა და ამ ხელისუფლებამ გასაცოდავებული ადამიანები დაგახვედრეს გზად, რომლებიც სახეს მალავდნენ, ეშინოდათ, რცხვენოდათ და ცოცხებს იფარებდნენ სახეებზე. მათი თავისუფლებისათვისაც უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყანაში უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი, რაც კიდევ უფრო დიდი მისიაა. ეს გამორიცხავს საქართველოში შურისძიებას, ბოღმას, გაურკვევლობას და ქართულ ოცნებას” – მიმართა უგულავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.