ბიძინა, დაითავალე თავები…ფული, მაყუთი, მეტი არაფერი არ იცი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ – გია ბუღაძე

ბიძინა, დაითავალე თავები, შენ არითმეტიკის მეტი არაფერი არ იცი – გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე გრანდიოზულ აქციაზე და მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს.

ბუღაძემ მესამე პრეზიდენტის დროინდელი პოლიტიკა, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებული ვითარება იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც დღესაა და ივანიშვილს მიმართა:

“ფული, მაყუთი, მეტი არაფერი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის..”.- ამბობს ბუღაძე.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიკიდაბ გაქრობა უნდა, რუსეთია:

“თუ რუსეთს უხარია, ჩემი და თქვენი საქმე ცუდად არის, თუ რუსეთს არ მოწონს, ე.ი ჩემი და თქვენი საქმე კარგად  არის, მას მიშა ყველაზე მეტად არ უყვარს იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ამ რანგის პოლიტიკოსი შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელიც არ იყოს. ხედავთ რა ქარბორბალაა? რა დაატრიალა ამ ადამიანმა? მაგიტომ ვერ იტანენ ეს ქოცმაცები” თქვა გია ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share