“გვახსოვდეს ყველას, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არ იქნება გამარჯვება… სანამ ოლიგარქი ქვეყნის სათავეშია, არ იქნება გამარჯვება” – ამის შესახებ რუსთავის მერობის კანდიდატი და ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს.
“მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება დღეს ნიშნავს თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების და ჩვენი სოფლების თავისუფლებას ამ სიდუხჭირისგან რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვაყენა, – ამბობს დავით კირკიტაძე.