“მათმა ლიდერმა [მიხეილ სააკაშვილმა] დაინახა დღეს, რომ არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს მას ვადამდე ადრე გათავისუფლების. ადამიანი, რომელიც ელოდა, რომ ასი ათასობით კაცი გამოვარდებოდა ქუჩაში, ასი ათასობით კაცი დახვდებოდა საზღვართან, რომ მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, პარტიის მაქსიმალური ძალისხმევით უზარმაზარი ფულის ხარჯვით შეძლეს, სადღაც, 13 ათასი ადამიანისთვის მოეყარათ თავი.
ისიც კი ვერ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ პერმანენტული აქციები. ერთადერთი გზავნილი, რაც გავიგეთ არის ის, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა, გახდეს თბილისის მერი და ძალიან უნდა, მამამისი იყოს ზუგდიდის მერი. ”
თქვა ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ ნაციონალური მოძრაოობის აქციაზე.