”სააკაშვილი რეალურად კურორტზეა, მას აქვს შესანიშნავი პირობები”- კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის”  ეთერში პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა, რომელიც ციხეში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს:

“რეალურად, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი 2012 წლამდე, როდესაც ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, შესაბამისად ჩაერევიან”. – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share