“ოცნების” ცოცხები- გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

14 ოქტომბერს, დილით, მას შემდეგ რაც ათასობით ადამიანი კოლონებით თბილისისკენ დაიძრა, მმართველმა პარტიამ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზება შეძლო, რომლებიც მსვლელობის ჩაშლას ცოცხებით ხელში ცდილობდნენ.

“ოცნების” წევრებისა და მხარდამჭერების ცოცხებით ხელში გავრცელებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა:

დავით პაიჭაძე : “ჩემო თანამემამულეებო, რომლებიც ტრასისპირას დგახართ და ცოცხებით აცილებთ თბილისში აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, ატყობთ, რა დღეში ხართ?

ზუსტად 9 წელი გავიდა, რაც ცოცხი დაიჭირეთ ხელში და ახლაც ცოცხი გიჭირავთ.

გამდიდრდით ამასობაში? იგრძენით, რა არის ბედნიერება? გამთლიანდა თქვენი ოჯახები? ისეთი მანქანები მაინც თუ გყავთ, როგორითაც ხალხი თბილისში მიდის? ამაყობთ, თქვენს მარჯვენას ცოცხი რომ უპყრია? ძველებურად გიყვართ ბიძინა ივანიშვილი?”

ოთო აბესაძე : “დედას ვფიცავარ თუ ვხუმრობდე 😂
დღეს გორლიცის უნივერსიტეტში ჩავატარე ლექცია მწვანე ეკონომიკაზე და დღევანდელი აქციის ფოტოები გავუშვი სლაიდებზე (ხალხი ცოცხებით ხელში ქუჩებში) და დავასათაურე აი ესე სრულიად ერი ვგვით და ვასუფთავებთ ქვეყანას თქო 😂😂😂😂
ბევრი ტაში დაუკრეს “.

ირაკლი ოქრუაშვილი: ”

100 ქარხნიდან ცოცხების 1 ცეხამდე.

ივანიშვილების კრეატივი.”

თამუნა ლეკვეიშვილი: “ცოცხიანი და ბეიჯიანი ,,ძველი ბიჭები”🤣🤣🤣
მხოლოდ საქართველოში.”

ანა ანიკო თოდუა;”დღეს საყოველთაო შაბათობაა?”

ზაზა ბიბილაშვილი:

“ცხადდება კონკურსი ღირსებააღდგენილი ქოცის ხატის დაწერაზე. ვარიანტები:
1. ნეტარი ვლადიმირ ბედუკაძე, რომელსაც ერთ ხელში კრემლში მიღებული მადლობის სიგელი უპყრია, მეორეში კი – თხევად ქოცში ამოვლებული 5-ლარიანი ცოცხი;
2. თავდახურილი ქვევრის წინ გამარჯვებული სახით მდგომი მანანა ბერიკაშვილი, ფონზედ – ქეთის, ნინელის და თეას ქოროთი;
3. ზურგმოშიშვლებული რჩეული (საჯიშე) ქართველი ვაშკაცი, რომლის ბანჯგვლიან უკანალზე საკრალური რიცხვი “26 ათასია” ამოსვირინგებული;
4. ბერას წინ მოჭიხვინე ანტუნი, რომელსაც ზებრის ტანი და ყვავის ფრთები აქვს, ზურგს კი ჯიგარი ბატონი ანზორი უმაგრებს. ფონად ჩანს სუსის სპეცრაზმი, რომელიც უზრდელ ბავშვს ბოდიშს ახდევინებს.
დაწერეთ თქვენი ვერსიებიც.”
კონსტანტინე მოსიძე:

“ვალენტინობა მაგრად უხარიათ ყვავილების გამყიდველებს
აღდგომა – კვერცხის მწარმოებლებს
ახალი წელი – ნაძვის ხეების იმპორტიორებს
ნაცების აქცია – ცოცხის გამყიდველებს”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share