ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები. ეს ის ხალხია, რომელმაც 1937 წელი შექმნა, – ამის შესახებ რეჟისორმა, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გადაცემაში ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თქვენ იცით, რა წერილები დაიწერა ჯავახიშვილის, ტაბიძის წინააღმდეგ?! ესენი მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. 5 წელი გავა და შერცხვებათ, მაგრამ ხელმოწერები ხომ დარჩება? თუ დარჩებათ სინდისი, ძალიან ინანებენ. ნიჭი კომპრომისს ვერ ეგუება, თუ რაღაც კომპრომისი ჩაიდინე, ნიჭი პატარავდება და პატარა კურ**ად იქცევა. ესენი აბრალებენ გალაკტიონს, რომ სტალინზე ლექსი დაწერა. ასეთი ლექსი ბელადზე ახლა ვერცერთმა ვერ დაწერა. გალაკტიონმა სტალინს ლეგიონი უწოდა და ლეგიონი არის სატანის სახელი“, – აღნიშნა რობერტ სტურუამ.