მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობის ფასი გაიზარდა. გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, Inter Continental Exchange Futures Europe-ზე BRENT ტიპის ნავთობზე ფასი 0.82 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 84 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ნიუ იორკს, York Mercantile Exchange-ზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 81.31 გახდა, კურსის ცვლილებამ 0.87 დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის: საერთაშორისო ექსპერტები ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობენ და, შესაძლოა, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწიოს, რაც საწვავისა და იმ პროდუქტების გაზრდას გამოიწვევს, რომელიც ნავთობისგან მზადდება.