ენმ-ს დეპუტატმა, ანა წითლიძემ დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც წითლიძე ამბობს, შიმშილობის მე-15 დღეს, მესამე პრეზიდენტს ეტყობა სისუსტე, თუმცა არ აპირებს პროტესტის ამ მძიმე ფორმის შეწყვეტას.
წითლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტელეეკრანიდან უყურებდა გუშინდელ აქციას და თქვა, რომ არ ახსოვს ბოლოს ამდენი ხალხი როდის ნახა თავისუფლების მოედანზე გამოსული, მათ შორის არც ვარდების რევოლუციის დროს:
“არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული აქვს გადაადგილება, უჭირს. მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს აქციის, მითხრა, რომ ძალიან ემოციური იყო მისთვის ამდენი ხალხის ნახვა” ამბობს წითლიძე.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ახლა მთავარი აქცენტი არჩევნების მეორე ტურებზე აქვს გადატანილი და მოსახლეობას მოუწოდებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკოა შესული. დღეს საპატიმროში შევლენ ადვოკატებიც. გარდა ამისა, ნებართვა ციხეში შესვლის ნებართვას ისევ ელოდება მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.