მივდივარ რუსთავში – სააკაშვილის მკურნალი ექიმი ციხეში შეუშვეს

პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან დღეს შევა –  გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, ინფორმაციით, სამშაბათს შეიკრიბება მულტიფუნქციურ მედიკოსთათა ჯგუფი და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოიპოვებს.

“დღეს სავარაუდოდ შეხვხვდები სააკაშვილს საკანში. საშვი ნახევრად დაუშვეს, დაწვრილებით ამის შესახებ ადვოკატს ჰკითხეთ, საკაშვილის ბოლო ანალიზების პასუხი არ მინახავს. შევთანხმდით, რომ მულტიფუნქციურ ექიმთა ჯგუფი შევხვდებით სამშაბათს…

რაც შეეხება ანალიზებს, მოდის შაბათ-კვირა და გარკვევით ვერ ვიტყვი, რა ანალიზების ჩატარებას მოვასწრებ, თუმცა სამშაბათს მედიკოსთა ჯგუფი იკრიბება და ყველა ინფორმაცია ამის შემდეგ გაირკვევა.

ახლა პირდაპირ მივდივარ რუსთავში” – განუცხადა მედიკოსებს ჯანდაცვის სამინისტროს დატოვების შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, არ უშვებენ. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი ყიფშიძის მხრიდან განცხადების არასწორი ფორმით დაწერაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share