“ჩვენ შევდექით როგორც საზოგადოება” – კახა გოგიძე

,როგორც საზოგადოება ჩვენ შევდექით, სულ მტკიოდა გული იმაზე, რომ გვიჭირდა ეს, ჩვენ უკვე ვართ გაზრდილი ხალხი და ასე ადვილი აღარ არის ჩვენი მოტყუება და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა და რაც დავინახე, ეს არის ის რომ მათ ვეღარავინ ვეღარ იყიდის, რადგანაც ეს ადამიანები არიან იდეალისტები და იდეალისტი ადამიანების მოსყიდვა შეუძლებელია. ეს არის ჩემი საქართველო და ასეთი უნდა იყოს ის და არა ისეთი, რომელსაც აჩუმებენ” – ასე აფასებს გუშინდელ 14 ოქტომბრის აქციას მსახიობი კახა გოგიძე.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან საქართველოს სახე, ქართველი ხალხის სახე, იმ ქართველების რომლებსაც ვერაფრით მოისყიდიან. რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და გუშინდელი აქციის მთავარ მოქმედ გმირს მიხეილ სააკაშვილს, გოგიძის შეფასებით ის არის ადამიანი, რომლის სიტყვაც ყოველთვის სრულდებოდა და მომავალშიც შესრულდება.

,,სასწრაფოდ გამოსაშვებია ეს ადამიანი, რადგანაც ეგ ადამიანი სძულს რუსეთს და დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას, თორემ ყველგან პატივს სცემენ მას და ყველასთან ავტორიტეტით სარგებლობს. ის დაუყოვნებლივ გამოსაშვებია მხოლოდ იმიტომ, რომ მან რაც თქვა ყველაფერი შეასრულა, რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები ყველას დაუშვია, მაგრამ რაც თქვა მან ყველაფერი შეასრულა, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც ყველაფერი უკან და უკუღმა წაიყვანა”, – განაცხადა გოგიძემ.

newposts

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: