სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება – ევროკავშირის პრესსპიკერი

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოს მ ესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრძოლის ფორმას ყველა ადამიანი თავად წყვეტს, თუმცა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.ის ამბობს,რომ  მნიშვნელოვანია, დეესკალაცია მოხდეს და ამაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ წვლილი ერთად უნდა შეიტანონ.

“რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესი წარიმართოს დამოუკიდებელ და სამართლიან გარემოში, რადგან ჩვენი ფასეულობების ნაწილია, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და გარედან არ ხდებოდეს მის საქმიანობაში ჩარევა.

რაც შეეხება შიმშილობას, ყველა ადამიანი თავად წყვეტს, ბრძოლის რა ფორმა აირჩის, თუმცა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, – მთავარი არხის თარგმანის მიხედვით თქვა პიტერ სტანომ.

მან საქართველოში 2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გააკეთა კომენტარი.

“არჩევნების პირველი ტური, როგორც ეუთო-ოდირის დასკვნაში ნათქვამია, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო პრობლემები, რომლებიც იმედი გვაქვს, მეორე ტურში გამოსწორდება, რადგან ხალხს ჰქონდეს საშუალება ხმა მისცეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არ იყოს დაშინებები და მოსყიდვები, რაც პირველ რაუნდში იქნა შემჩნეული.

საქართველოში პოლიტიკური სპქეტრის პოლარიზაცია ძალიან ცუდ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, რადგან ამ სიტუაციას გარკვეული დროა, რაც ვუყურებთ. ეს უნდა შეწყდეს, რადგან პოლარიზაცია საზოგადოებას ყოფს და წამლავს პოლიტიკურ დებატებს”, – აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share