” საქართველოს სტრატეგიულად, არაორდინალურად მოაზროვნე ხელისუფლება სჭირდება და არა “ოცნება”, რომელიც მას ამ უაღრესად გამოწვევებით სავსე დროში სახელმწიფოებრიობის გარდაუვალი ჩამოშლისკენ მიაქანებს” – ამის შესახებ, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მე მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც 3+3 ფორმატის შეთავაზებისას თუ თავსმოხვევისას (რომელიც, სხვათა შორის, გაითვალისწინებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნასაც) მტერსაც და მოყვარესაც, იქნება ეს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ ირანი, გაბედავს და ჰკითხავს: რა ფორმატით და რა ტერიტორიულ ფარგლებში ეპატიჟებიან ისინი საქართველოს 6-თა კავშირში – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, როგორც ერთიან სახელმწიფოს თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე?!
იმ პირობებში, როცა მსოფლიოში უკვე გეოგრაფიულ-რეგიონალური ნიშნებით იქმნება ახალი, ლოკალური “ნატოები”, საქართველოს სტრატეგიულად, არაორდინალურად მოაზროვნე ხელისუფლება სჭირდება და არა “ოცნება”, რომელიც მას ამ უაღრესად გამოწვევებით სავსე დროში სახელმწიფოებრიობის გარდაუვალი ჩამოშლისკენ მიაქანებს.”