ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხუთ სართულიანი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კორპუსი, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდითაა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სულ ცოტა ხნის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წინასწარი დასკვნდა მოვიდა, რომლის თანახმადაც კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე მშენებლობაზე საყრდენი კედლების ნაწილი ჩამოშლილია.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის თქმით, კოეპუსიდან ოჯხების ევაკუაცია პრევენციის მიზნით განხორციელდა.

“ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ, მხოლოდ იყო სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ მომხდარიყო პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია, მოგეხსენებათ დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი, ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან”-განაცხადა ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსის მაცხოვრებელია.

ექსპერტიზის დასკვნის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მოხდება ხარვეზის გამოსწორება და კორპუსის გამაგრება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share