გზა “კოკაინშიკობიდან” საიმედო პარტნიორობამდე – მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემდეგ, ყოფილი თანაგუნდელის ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
კახა კალაძის თქმით, რომ არა გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა. თბილისის მოქმედი მერი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის ამომრჩეველი მეორე ტურში მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ოპოზიციაში ამ აქტს “კლასიკური ფარისევლობის მაგალითად” აფასებენ.
“კლასიკური მაგალითია როგორი ყალბი და ფარისეველია ქართული ოცნება და მათ შორის კახა კალაძე. ტყუილების გროვა. როდესაც ხმები დასჭირდათ, გახარია გახდა ობიექტი, რომ ხმები სთხოვონ. აბრალდებდნენ ნარკომანობას, გამოაკრეს ბანერებზე, რა სიბინძურე არ მოიფიქრეს, რომ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე აერიდებინათ და ახლა კალაძემ გადაწყვიტა, რომ ევედროს ხმებისთვის გახარიას”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.
ტვ მთავარი