გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.
შსს-ის განცხადებით, ის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად.
ენმ-ის ფოთის მერობის კანდიდატმა 7 ოქტომბერს თქვა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
15 ოქტომბერს მან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხიც გამოაქვეყნა.
წესების მიხედვით, გათვალისწინებულია 10-12-დღიანი იზოლაცია კორონავირუსის დადასტურებიდან.