ხელისუფლება აქციას უწყობდეს საკუთარ თავს პატიმრის ციხეში ჩალპობის მოთხოვნით, ეგეთი რამე მხოლოდ ამის მომწყობი ხელისუფლების ლპობის და დეგრადაციის ნიშანი შეიძლება იყოს-ზურაბიშვილი

რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ქართული ოცნების მომხრეები აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება დავით ზურაბიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

“ციხესთან აქცია გამიგია პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, პატიმრის მიმართ სოლიდარობის აქციაც გამიგია, მაგრამ ხელისუფლება აქციას უწყობდეს საკუთარ თავს პატიმრის ციხეში ჩალპობის მოთხოვნით, ეგეთი რამე მხოლოდ ამის მომწყობი ხელისუფლების ლპობის და დეგრადაციის ნიშანი შეიძლება იყოს, პარდონ ფორ მაი ფრენჩ.”- წერს ზურაბიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share