მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან, რომელიც მესამე პრეზიდენტმა გუშინ გამოგზავნა, “შაბათის მთავარის” ეთერში, თამარ ბაღაშვილმა წაიკითხა:
“ამათ უნდათ რომ ჩვენ დაგვაშინონ, სინამდვილეში კი თვითონ ეშინიათ. უნდათ რომ სულისკვეთება დაგვიკარგონ, სინამდვილეში, სახეზე აწერიათ რომ ძალიან ნირწამხდრები არიან. ახლა მთავარია არ გაჩერება და პირიქით, დაჩქარება. ეს ჭაობი დაშრება- ” წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ მიმართვაში
უკვე 16 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
ტვ მთავარი