პარლამენტში ყოველი მეშვიდე დეპუტატი მილიონერია. ყველაზე მეტი, 14 მილიონერი “ქართულ ოცნებას” ჰყავს.
პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიაძეს დეკლარაციაში ბევრი არაფერი უწერია. დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი საცხოვრებელი 157 კვადრატულიანი ბინა და 20 კვადრატული მეტრი ავტოფარეხია, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. მჩუქებელი, სავარაუდოდ, მამა, გია კობახიძეა, რომელმაც წლების წინ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტყის მასივი ,12 ჰექტარი თვითნებურად შემოღობა და ძვირადღირებული კორპუსი აიშენა, თუმცა მამა ოჯახის წევრი არ არის და არც მისი ქონება აისახება ოცენბის თვმჯდომარის დეკლარაციაში.
ბექა ოდიშარია მეათე მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთები, სამი ავტომობილი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, რომლებშიც დეპუტატმა ოთხმოცი ათასი ლარი გადაიხადა. ოდიშარიას საკუთრებაშია დამატებით 5 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი, 3 სამეურნეო ფართი და 6 მიწის ნაკვეთი.
დავით მათიკაშვილს რამდენიმე წლის წინ დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა, თუმცა მისი ცხოვრება “ოცნების” დეპუტატობისთანავე რადიკალურად შეიცვალა. ბინები თბილისში, ბორჯომსა და ბაკურიანში – ასე გაიზარდა დეკლარაციის ფურცლებიც. “არქი ჯგუფის” სამშენებლო კომპლექსში უკვე დასრულებულია დეპუტატის კუთვნილი ოთხი საცხოვრებელი ბინა.
პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა სასახლე დიღომში, მილიონერების დასახლებაში 150 000 ლარად აიშენა.
მისი ოჯახის ჯამური ქონება, სახლები, მიწის ნაკვეთები და მეუღლის ბიზნესები, მილიონ ლარს აღწევს. დეპუტატის ქონების ჩამონათვალში არსადაა ნახსენები, რომ ის დედოფლისწყაროში სასტუმროს და წინანდალში ათიათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთს ფლობს.
დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი და აუზი – ქალაქის ცენტრში სახლის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. მდიდრული აპარტამენტის გარდა, ნათია თურნავა საცხოვრებელს სახლს ამაღლების ქუჩაზე ამ მდიდრულ კორპუსშიც ფლობს.
2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძეს ბინები თბილისში მგალობლიშვილისა და ჯანაშიას ქუჩებზე ჰქონდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი უკვე 2018 წელს მის ქონებას ათობით სახლი დაემატა.
გიორგი გახარიას სახლი აქვს ტაბახმელაში – მის გარშემო არსებულ ტერიტორიას ახლა სრულად დაცვის სამსახური აკონტროლებს.
დეკლარაციის მიხედვით, პრემიერობის დროს მას არაფერი გააჩნდა – არც ავტომობილი, არც ძვირადღირებული სახლი პარიზში და არც მიწის ნაკვეთი სამეგრელოში. 2020 წელს კი 83 კვმ ბინა პარიზში ექსპრემიერის მეუღლემ ნახევარ მილიონ ევროდ შეიძინა.
tv mtavari