ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად “მასტერსის” ფინალში გავიდა

დაამარცხა რა ინდიან უელსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7-6; 6-3; ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად “მასტერსის” ფინალში გავიდა

ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ბრიტანელ  ნორიეს დაუპირისპირდება რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ბულგარელი დიმიტროვი დაამარცხა.

მიუხედავად პუბლიკის გულშემატკივრობისა, ბასილაშვილმა ამერიკელი ჩოგბურთელი, რომლისთვისაც ინდიან უელსი მშობლიურია, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, ორ სეტში დაამარცხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share