“ქმარი თუ სახლში არ იყო დედამთილი სცემდა… დღეს გარდაიცვალა… აპარატი გამოურთეს”

ქუთაისელი ჟურნალისტი ია ბობოხიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ისტორიას ყვება.
მისივე მტკიცებით ეს გოგონა ოზურგეთის მაცხოვრებელია.
როგორც რედაქციას ინფორმაცია მიაწოდეს ეს ყველაფერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ზ. თ-ლის ოჯახში მოხდა. გარდაცვლილი ს-ო ც-ძეა.
გურიაში მომხდარა ეს ამბავი, ოზურგეთის რაიონში
ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა…
სოფო
მე ღიმილა სოფის ვეძახდი…
იმიტომ რომ ყოველ ღამე როცა ქმარი სცემდა,დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა…
ბევრჯერ ვთხოვე გაშორდი თქო ათასი თავშესაფარია და თავს უშველე თქო მაგრამ პასუხი ეთიდაიგივე იყო…
სად წავიდე ნაათ ხოიცი დედაარ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები არ შემიშვებსო…
ასე გრძელდებოდა დღეები…
ქმარი თუ სახლში არ იყო დედამთილი სცემდა…
და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა ნინი და მარიამი უყურებდა მაგრამ დედას ვერ შველოდნენ…
მერე მე ემიგრაციაში წამოვედი…
ერთი კვირის წინ გავიგე ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო…ერთ ერთ თავშესაფარში ყფილან დედა და შვილები.მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში.ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყავდა…
არც დაურტყია…
უბრალდ მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა.ხერხემალში ოთხად გადატეხა…და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო…
თან დედამთილი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ოღონდ გადარჩეს და ფეხებს დავუკოცნიო…
აი ის დედამთილი რომელიც უმოწყალიდ სცემდა…
მარტო იმიტომ ლოცულობდა რომ თავისი გველი შვილი გადაერჩინა ციხეს…
დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს…
აზრი აღარ ქონდა მის წვალებას…
დღეს ნინი და მარიამი დაობლდა…
არ მინდა ვიფიქრო რომ ამ გოგონებმა დედამისის გზა უნდა გაიარონ რადგან ობლები არიან…
გოგონებო დაიცავით ობოლი გოგოები გთხოვთ…
P.S თუ აქ ხარ ღიმილა სოფის ნაცნობი,იცოდე რომ შენც დამნაშავე ხარ რომ ვერ შეიფარე…
მეც დამნაშავე ვარ რომ ვერ დავეხმარე…
სოფელიც დამნაშავეა რომ ვერ მიეშველა…
მაგრამ უკვე გვიანია…
დროულად ვიმოქმედოთ…
დროულად…
დროულად…
დროულად…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share