,,ემიგრანტები ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას” – აშშ-ში, კონკრეტულად კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს მოედანზე ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოსი არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს.
,,ემიგრანტები ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, გაზრდილ კრიმინალურ ვითარებას, კორუფციას და არასამართლიან საარჩევნო გარემოს. მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა-შევიწროება და მოქალაქეებს შორის ზიზღის გაღვივება, დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილი არის დღეს პუტინის პირადი პატიმარი”, – აცხადებენ ისინი.