უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კამპანიისას არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს:
“თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბანერებს ფენენ, კანონით კი ცენზურა შემოაქვთ და პოლიტიკურ ანტირეკლამას ზღუდავენ, კონსტიტუციის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევით.
მაგალითად, კორუმპირებული კალაძე და ქართული ოცნება რუსული ორიენტაციისააო, პოლიტიკურ რეკლამაში ვერ იტყვი. უფრო სწორად, მარტო ქართულ ოცნებას შეუძლია თქვას”- წერს ნიკა გვარამია.
საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და შესაბამისი ჯარიმები შემოდის. ამ მიმართულებით, საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.