ვაშინგტონი და ამერიკის საელჩო საქართველოში ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განუცხადა.
“სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული და პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეებისა და პლატფომების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქვა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი”,- თქვა კელი დეგნანმა.