“ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი.
კონტაქტი არ მაქვს დღეს მასთან, მაგრამ ძალიან მიხარია მისი წარმატებები.
როცა ის მე აღმოვაჩინე 10 წლის იყო. მე მიხარია, რომ შევძელი არა მარტო მისი, არამედ ბევრი სხვა ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენა” – განაცხადა ბოლქვაძემ
მისივე შეფასებით, დღეს მსოფლიო დონის ქართველი პიანისტები, ელისო ვირსალაძე და ლექსო თორაძე არიან. ასევე, მაღალი დონის პიანისტად მიიჩნევს ალექსანდრე კორსანტიას.