დემნა გვასალია – მსოფლიო მოდის გამოწვევა

გამოწვევა სახელად დემნა გვასალია – გამოწვევა მსოფლიო მოდას და მთელი პლანეტის საზოგადოებას.

დემნას შემოქმედება შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის მუდმივად ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და მისი შემოქმედება მოდის ფარგლებს სცილდება – ტანისამოსის სტილით, თავისი წარწერებით ან თუნდაც ცხოვრების სტილით ის თავდაყირა აყენებს მიღებულ სტანდარტებს და ჩარჩოებს და ზოგჯერ საერთოდ ხმის ამოუღებლად ისეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს პოდიუმზეც და რეალურ ცხოვრებაშიც, როგორსაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა.

დემნა გვასალია პოლიტიკურად და სოციალურად ძალიან აქტიური დიზაინერია და ამიტომ მისგან სულაც არ იყო გასაკვირი არც ის მოულოდნელი გამოწვევა, რომლის წინაშეც მან მოულოდნელად ქართული საზოგადოება დააყენა – როდესაც საკუთარი ხელით დაწერა და მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

ამ ფაქტმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ქართული საზოგადოების ბევრი წევრი – არა იმდენად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რამდენადაც ნაკლებად გამბედავი ადამიანები, რომლებმაც ვეღარც ის თქვეს, ვეღარც ეს, ვერც დაგმეს დემნა, ვერც შეაქეს, ვერც გაიზიარეს მისი მოწოდება, ვერც შეეწინააღმდეგნენ: სუსტი ნერვების პატრონებმა ვერც დაიგნორება შეძლეს, ვერც იუმორში გადატანა და საბოლოოდ, გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდნენ.

დემნამ კიდევ ერთხელ შეძლო ბალანსის მწყობრიდან გამოყვანა

tv mtavari

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share