Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 385 ტესტი და დადასტურდა 2 479 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.76%, ბოლო 7 დღის 9.07%, ხოლო ბოლო 14 დღის – 8.47%.
ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან თბილისში 869 გამოვლინდა, აჭარაში – 117, იმერეთში – 474, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 50, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 220, კახეთში – 396, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 422.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 664 813 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 614 855 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 510.