ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, გენერალი კოლინ პაუელი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”- განაცხადა მისმა ოჯახმა.
როდესაც პაუელმა ფიცი დადო ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, 2001 წელს, ის გახდა ყველაზე მაღალი რანგის ფერადკანიანი საჯარო მოხელე ქვეყანაში.
პაუელს დარჩა ცოლი და სამი შვილი.