ჟურნალისტი ვახო სანაია “ქართული ოცნების” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კლიპს ეხმაურება:
“თქვენ გაჭმევენ კლიპს ნაცებზე და თვითონ მილიონებს იპარავენ. აი, ეგეთი იდიოტები ჰგონიხართ. გაწყობთ? კი ბატონო. ბაზარი არაა. მაგრად მკიდია ეს მოფერებითი საუბრები. სიმართლე სიმართლეა. თქვენს შვილებს რომ მოშივდებათ, ეგ კლიპი ჩაურთეთ; ტანსაცმელი რომ დასჭირდებათ, მაშინაც ეგ კლიპი ჩაურთეთ; კოვიდით რომ ხალხი იხოცება, მაშინაც ეგ კლიპი ჩავრთოთ…,” – წერს სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ქართული ოცნების “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, რამდენიმე საათის წინ, ვიდეოკლიპი სახელწოდებით: „ დავასრულოთ ნაცები! – ნაცობა სირცხვილია“ გამოქვეყნდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: