”კონსილიუმი იქნება ხვალ, უნდა გადაწყდეს, საჭირო იქნება თუ არა ჰოსპიტალიზაცია და როდის,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრა. მან მესამე პრეზიდენტი მოინახულა და თქვა ისიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის მერე არ გაუარესებულა.
”გვესმოდა, რომ აქცია იყო აქ, ძაან გაუხარდა ეს ამბავი. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საკითხზე, ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. დროს ვერ გეტყვით ამ კონსილიუმის მოსვლის, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი. დაახლოებით, დღის პირველ ნახევარში იქნება. არ შეცვლილა გუშინდელის მერე, რაც გუშინ მოგახსენეთ, ზუსტად იგივეა ყველაფერი. წნევის ცვალებადობა რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ ასე პირდაპირ საშიში ნამდვილად არ არის ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა კიბეზე. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიყოს საჭირო იქნება თუ არა ჰოსპიტალიზაცია და როდის. პოზიცია არ შეუცვლია მაგრამ ესმის რომ თუ ძაან ავად გახდა, აბა რა უნდა ქნას. ანალიზები ყველა აღებულია მზადაა ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია.” – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.