“პრემიერის უტვინო განცხადება” – თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

,,ნებისმიერმა ადამიანმა, რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო ის მანამდე ან იყოს დღეს, დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით თუ საუბარია ძალადობრივ დანაშაულზე” – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეის” თავმჯდოამრე თინა ხიდაშელმა ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

ხიდაშელის თქმით ვერაფერი ვერ გაქვითავს იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი, თუმცა მის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების ქცევა, ეს არის ამორალურობა.

,,ვერაფერი დედამიწის ზურგზე რაც უნდა გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლებამ, ეს მათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუმცა ეს ვერ გაქვითავს ვერც ვალერი გელაშვილის ცემის შეკვეთას, ვერც კობა დავითაშვილის ცემის შეკვეთას და იმ დანაშაულებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაგრამ ამასობაში ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე უზნეო და ყველაზე საშიში ის ხელისუფლებაა, რომელიც პატიმრის დაცინვას და მის მიმართ უღირსი ქმედებებით არის დაკავებული, ამაზე ამორალური ხელისუფლება არ არის, როდესაც უმაღლესი დაცვის მექანიზმებია პატიმრის დასაცავად საერთაშორისო სამართალში შეტანილი. ის იმიტომ ზის ციხეში და იხდის სასჯელს, რომ ამის უნდა დასრულდეს მასზე მანიპულირება”, – განაცხადაა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი იმის, რომ ქართული სასამართლო სისტემა არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ, არამედ ზოგადად ვინმეს მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს თუ ვინ შექმნა ეს სასამართლო სისტემა.

,,არ შეუქმნია ,,ქართულ ოცნებას’ ეს სასამართლო.  სასამართლო ამ ქვეყანაში მაშინ გათავისუფლდება მურუსიძის კლანისგან, როცა შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ღია დისკუსია გაიმართოს რატომ არის ეს კლანი. ეს კლანი მზად იყო იმისთვის, რომ უბრალოდ პატრონი შეეცვალა. ეს სასამართლო არავის არ უნდა ასამართლებდეს და თუ ჩვენ ამ სასამართლოს მიერ  გამოტანილ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ ეს ეხება ყველა გადაწყვეტილებას უკლებლივ.  მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებმა უნდა მოგვიყვნენ, როგორ შეიქმნა ეს კლანი და ამის მერე ექნებათ მათ სრული მორალური პასუხისმგებლობა იმ რიტორიკით საუბრის, რომლითაც დღეს გვესაუბრებიან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა აცხადებს, რომ იმ რიტორიკიტ და იმ განცხადებებით, რაც დღეს ,,ოცნების” ხელისუფლებაში კეთდება, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე ის მართლაც აღიარონ პოლიტპატიმრად.

,,ყველა პატიმრის არჩევანია იმ ტიპის პატიმრობა ჰქონდეს, რომელსაც თავად გადაწყვეტს, ეს მისი არჩევანია. ზოგადად ვფიქრობ, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანები ამ უკიდურეს ფორმას არ უნდა მიმართავდნენ. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილი არასწორად ზის ციხეში, არ ვთვლი რომ მას დანაშაულები არ ჩაუდენია, რადგანაც არსებობს ბოლოს და ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ წინასწარი განზრახვით და შეთანხმებით მოქმედებდა სასამართლო და პრეზიდენტი, რომ მარტლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, მაგრამ ამის მიუხედავად და იმის მიუხედავდ, რომ მე ვარ დარწმუნებული მის ძალადობრივ დანაშაულებში დარწმუნებული, ის პოლიტპატიმარი არის თუ არა ეს არ არის დამოკიდებული, მის დამნაშავე უდანაშაულობასთან. დამნაშავეც შეიძლება გახდეს პოლიტპატიმარი, ანუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ისეთი ნაბიჯებით მოქმედებს, განსაკუთრებით პრემიერის სრულიად უტვინო განცხადებას თუ გავიხსენებთ, ძალიანდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ ხვალ და ზეგ ყველა დიდმა ორგანიზაციამ გამოაცხადოს, რომ ის პოლიტპატიმარია, ,,ქართული ოცნების” მოქმედებებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ხიდაშელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share