საქართველომ ექსპორტით $3 მლრდ-მდე შემოსავალი მიიღო – TOP-10 პროდუქტი

bm.ge 2021 წლის იანვარ-სექტემბერის საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 22.3%-ით 10 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და აქედან საქართველომ საქონლის ექსპორტით 2.981 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 24%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 19.2%-იანი წილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, თუმცა ეს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან ერთადერთი პროდუქტია, რომლის ექსპორტი გასული წლის 9 თვესთან შედარებით შემცირდა.

რაც შეეხება TOP-10 საექსპორტო საქონელს, იანვარ-სექტემბერში მათი ჩამონათვალი შემდეგია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 571.7 მლნ დოლარი, კლება -3.2%;
2. მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ დოლარი, ზრდა – 11.2%;
3. ფეროშენადნობები – 316.5 მლნ დოლარით, ზრდა – 75.5%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 166.7 მლნ დოლარი, ზრდა – 16.4%;
5. სპირტიანი სასმელები – 105.7 მლნ დოლარი, ზრდა – 22.6%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები – 104.1 მლნ დოლარი, ზრდა – 28.1%;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 72.5 მლნ დოლარი, ზრდა – 1.5%;
8. თხილი და სხვა კაკალი – 70 მლნ დოლარი, ზრდა – 41.9%;
9. აზოტოვანი სასუქები – 65.5 მლნ დოლარი, ზრდა – 16.3%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი – 49.1 მლნ დოლარი, ზრდა – 70%.

სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტმა სულ 1.120 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 37.6%-ია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share