მეუფე სპირიდონი: გაჰყვირიან, ეკლესიას 25 მილიონი აქვსო – დალოცვილო, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს?

“ახლა გვაყვედრიან, როგორც სააკაშვილის პარტიის წევრები და მისი ტელევიზიები დღე და ღამე გაჰყვირიან, ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიც – ნახე, ეკლესიას 25 მილიონი აქვსო. შე დალოცვილო, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს? პირველი არხი 70 მილიონით ფინანსდება, როგორც მე ვიცი. რას აკეთებს, რა რეიტინგი აქვს, ვინ უყურებს? საქართველოს საპატრიარქოს 100-მდე მარტო სკოლა აქვს, 4 უნივერსიტეტი აქვს, სასულიერო აკადემია 2, 1 სამეცნიერო აკადემია, ამდენი ეკლესია-მონასტრები და 25 მილიონი აქვს დაფინანსება”.

ამბობს სხალეთელი მიტორპოლიტი სპირიდონი.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share