“ძალიან აღშფოთებული ვარ, არ შეიძლება, ასეთი სიძულვილის ენით ილაპარაკონ…როცა მარტო რჩებიან ნუთუ არ სცხვენიათ”-ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ხელისუფლების სიძულვილის ენის შემცველ რიტორიკას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ყველას გაერთიანება სჭირდება.

მისი თქმით, რაც მეტს ისაუბრებს “ქართული ოცნება”, მათთვისვე იქნება უარესი.

“ძალიან აღშფოთებული ვარ, არ შეიძლება, ასეთი სიძულვილის ენით ილაპარაკონ ამ პერიოდში, როცა ყველას გაერთიანება გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო აყვავდეს. ჩვენ არ ვაქცევთ ასეთ გამონათქვამებს ყურადღებას, რაც მეტს ისაუბრებენ, მით უფრო უარესი იქნება მაგათთვის. ქართველი ხალხი ბრძენია და ყველაფერს გასცემს პასუხს 30 რიცხვში. 600 000 თუ 800 000 ცოტა ხომ არაა, რომ გამოდიან და ასეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, თავიანთ თავთან როცა მარტო რჩებიან ნუთუ არ სცხვენიათ”, – თქვა ანზორ მელიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share