“რამდენმა პოლიტიკოსმაც არ უნდა მოაწეროს ხელი მსჯავრდებულის გათავისუფლებას,ეს ობიექტურ ფაქტს ვერ შეცვლის”-დავითულიანი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით,  70 გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერები არიან და სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. დავითულიანი დარწმუნებულია, რომ წერილის ავტორებს ეს არ გამოუვათ.

რამდენმა პოლიტიკოსმაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არ უნდა მოაწეროს ხელი მსჯავრდებულის გათავისუფლებას , ეს ობიექტურ ფაქტს ვერ შეცვლის. ისინი არიან მისი პოლიტიკური მხარდამჭერები და ძალიან მარტივია, ცდილობენ იმ ბერკეტით, რაც გააჩნიათ ზეგავლენა მოახდინონ სამართლებრივ პროცესზე, რასაც ვერ მოახერხებენ, – ამბობს ბექა დავითულიანი.

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 ხელმომწერი ჰყავს და მისი ადრესატები ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share