გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში – მესამე პრეზიდენტს ექიმთა კონსილიუმი ხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ამ წუთებში ადვოკატები ხვდებიან. რამდენიმე წუთის წინ რუსთავის დაწესებულებაში შევიდნენ ექიმებიც.

ექიმების კონსილიუმმა დღეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ექიმებს უკვე ნანახი აქვთ ანალიზების პასუხები, თუმცა მესამე პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ერთხელ გასინჯავენ.

ადვოკატებს უჭირთ თქმა, როგორი იქნება მათი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ კონსილიუმი მის საავადმყოფოში გადაყვანას გადაწყვეტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share