“რა თქვა იმ ბრიყვმა ბავშვმა, მამაჩემს როგორ ესაუბრებიანო, როგორც შუასაუკუნეებში სახელოვან მეფეებსო არა?”- წერს სოციალურ ქსელში, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი:
“6 მილიარდი რომ გაქვს (თუ რამდენიც აქვს), ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე რომ ხარ, ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაზე პრეტენზია რომ გაქვს და შენს ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი პირი რომ ჩამოდის, მითუმეტეს შენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის მთავარი წარმომადგენელი და იმას არ ხვდები, არ გხვდება თუ ვერ შეხვდები, რა მაგარი ზინდალი უნდა იყო.
რა თქვა იმ ბრიყვმა ბავშვმა, მამაჩემს როგორ ესაუბრებიანო, როგორც შუასაუკუნეებში სახელოვან მეფეებსო არა?”- წერს ოქრუაშვილი.