“ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ…რეფერენდუმის ძახილის არ იყოს”-ელისაშვილი

ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ – ეს არის “ბასტი- ბუბუ”, რეფერენდუმის ძახილის არ იყოს, რომელიც ამაო ძალისხმევა აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რაციონალურ მოსაზრებებს არასდროს ითვალისწინებდა, ამიტომ გაუგებარ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რაც შეეხება აქციებს, რომელსაც ოპოზიცია გამართავს, ელისაშვილი ამბობს, რომ საკუთარი როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო დღის წესრიგი აქვს.

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, მევენახეობის,”- განაცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share