“ტვინი უნდა იყოს მზაობაში, რომ ენით ნათქვამი სიტყვა ტვინმა რამდენიმე ხნის მერე არ უარყოს“-კახაძე

„პოლიტიკური ველიდან სიძულვილის ვირუსი განვდევნოთ – ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რის სიმძლავრესაც ვატყობ,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ.

ცნობისთვის: ლადო კახაძე ამ განცხადებას იმ ფონზე აკეთებს, როცა „ოცნების“ ლიდერშიფი სიძულვილით გამსჭვალულ განცხადებებს აკეთებენ.

„კოვიდის ვირუსი ჩანს?! არ ჩანს, მაგრამ ძალიან საშიშია – როგორც ეს ვირუსი, ასევე პოლიტიკური ვირუსიც იმ ორგანიზმში შემოიჭრება, სადაც სუსტია ადგილი და იმას დაიმეგობრებს. შემდეგ ორჯერ უფრო დამაზიანებელი გამოვა – ეს ისე, მოსახლეობამ არჩევნების წინ რომ გაამახვილოს ყურადღება. ვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა პოლიტიკაში გადმოვიტანოთ – პოლიტიკური ნიღაბი! პოლიტიკური ანგაჟირების გამო ზოგჯერ ისეთ სისულელეს ამბობ, რომ გგონია, ეს სიმართლეა. ტვინი უნდა იყოს მზაობაში, რომ ენით ნათქვამი სიტყვა ტვინმა რამდენიმე ხნის მერე არ უარყოს“ – განაცხადა დეპუტატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share