დანიაში ააშენეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ციხესიმაგრე ქვიშისგან, მისი სიმაღლე 21 მეტრზე მეტია

intermedia.ge მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება ხოლმე ჩემპიონატი ქვიშით ქანდაკებების და არქიტექტურული ნაგებობების აგებაში.
ხელოვან ადამიანებს რა დალევს და ეს უნიჭიერესი ხალხი ქვიშისგან რასაც ჰქვია ნამდვილ, ხელოვნების ნიმუშებს ჰქმნიან ქვიშისაგან. სამწუხაროდ ქვიშა ქვა არაა გადაიტანო და სადმე დადგა, შესაბამისად ეს ქანდაკებები ტურნირის შემდეგ იშლება დროთა განმავლობაში.
დანიის ქალაქ ბლოხუსის პლიაჟზე სკულპტორებმა ააშენეს ფანტასტიურად დიდი, მაღალი და ლამაზი ციხესიმაგრე, რომელიც ყველაზე მაღალი აღმოჩნდა იმ ციხესიმაგრეებს შორის რომელიც კი აშენებულა ქვიშით და თიხით, სკულპტორების ნამუშევარმა გინესის წიგნშიც დაიმკვიდრა უკვე ადგილი, როგორც ქვიშისაგან აგებულმა, მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ციხესიმაგრემ. დანიაში აგებულმა ციხესიმაგრემ 3, 5 მეტრით აჯობა გერმანიაში 2019 წელს აშენებულ ციხესიმაგრეს, რომელიც აქამდე რეკორდულად ითვლებოდა.
ციხესიმაგრე რომელიც სკულპტორთა ჯგუფმა ააშენა ჰოლანდიელი ხელოვანის უილფრედ სტიდჯერის ხელმძღვანელობით 21 მეტრი და 15 სანტიმეტრია სიმაღლით და მოცულობითაც საკმაოდ დიდი გამოვიდა.
30 სკულპტორი მუშაობდა აღნიშნული ციხესიმაგრის აშენებაში, ციხესიმაგრე მყარი რომ გამოსულიყო და შენებისას პრობლემები არ შექმნოდათ, სკულპტორებმა მას პირამიდის ფორმა მისცეს, საყრდენად კი ფიცარნაგი გაუკეთეს.
გიგანტური ციხესიმაგრის ასაშენებლად სკულპტორებს დაჭირდა თითქმის 5 ტონა ქვიშა და რამდენიმე ასეული ტონა თიხა.
თიხას იყენებდნენ კონსტრუქციაში სიმყარის შესანარჩუნებლად. სკულპტურის მთავარმა ავტორმა კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სიუჟეტებიც “ჩადო” სკულპტურაში.
imageimageimageimage

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share