ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ჩვენ ვუსმენთ პერმანენტულ რეჟიმში თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღველმთავრებზე, ეკლესიის წარმომადგენლებზე. მინდა გამოვეხმაურო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას და მისი ბინძური პოლიტიკის გამტარებელ შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას, მთავარ ფუნდამენტს“– ბრძანა ღარიბაშვილმა, რომლის ხელისუფლებამ და სუსმა ეკლესიაში სასანთლეც კი არ დატოვა ჟუჩოკჩაუყენებელი, წლებია უსმენს და უთვალთვალებს ყველა სასულიერო პირს, ოჯახის წევრებიანად, დამლაგებლებიანად, უძვრება ტელეფონებში, საძინებლებში, კელიებში, ადგენს დოსიეებს, ავერბოვკებს, აშანტაჟებს, თან ამ ყველაფერს საიდუმლოდაც არ უნახავს. ისე გამოუფრიალეს ცოდვები, დღეს უკვე ყველა ჟურნალისტმა იცის ეკლესიაში ვინ ვისი საყვარელია, ვინ პედოფილია, ვინ ჰომოსექსუალი, ვინ ნარკომანი, ვინ კრიმინალი, ვის რამდენი ფული აქვს, ვინ რუსეთის აგენტია, ვინ რითი ცხოვრობს და არსებობს. მოკლედ, მთელმა ქვეყანამ იცის როგორ გააფარჩაკა ოცნებამ თავიდან ბოლომდე ეკლესია და ეს ისევ თავისას უბერავს. ვერ ჩამოვყალიბდი, ღარიბაშვილის ბოდვა უკიდურესი ცინიზმია თუ უკიდურესი გონებაშეზღუდულობა.”- წერს ჯანგირაშვილი.