“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს:
“იმედს ვუსმინე. სააკაშვილი ევროპიდან სუშს უკვეთავდაო ( სუში ჰქვია ამ დროს , სუშის უკვეთავდა იქნებოდა სწორი), რომლის ჩამოტანა 100.000 ევრო უჯდებოდაო. გადავახვიე, ისევ მოვისმინე მეორედ, ხომ არ მეჩვენება მეთქი. 100.000 ევრო სუშის ჩამოტანაო, ერთ მირთმევაზეო, აი, პიცას რომ გამოიძახებთ და მოგივათ.
რა დაქოქეს მიშას ზიზღის მანქანა მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზემოდან, ქვემოდან. 100.000 ევროო კაცოო. კარგი, ვისაც ეს სჯერა, დავუშვათ ყველა დანარჩენი ბრალდება მართალია, ვიღაცას ძუძუ მოაკვნიტა, ვიღაცამ კბილებით მასაჟი გაუკეთა. 100.000 ევრო ევროპიდან სუშის გამოძახებაშიო.
თქვენ სააკაშვილი დებილი ხომ არ გგონიათ? ვისაც ეს სჯერა, ის რომ ვერაა ადექვატური, ცხადია. გადასაყრელი რომც ჰქონოდა ფული წონით, 100.000 ევროს სუშიში გადაიხდიდა? აი ასე გჯერათ ყველა დანარჩენი ზღაპარიც. სუსტი გონება. 3.14 ზდეც. სხვა განმარტება არ მაქვს“.-წერს სუბელიანი.